Report basilaa's Profile

Statistics

All Anime Stats Anime Stats
Days: 118.5
Mean Score: 8.38
  • Total Entries585
  • Rewatched2
  • Episodes7,447
Anime History Last Anime Updates
Yowamushi Pedal: Glory Line
Yowamushi Pedal: Glory Line
Jul 15, 2018 1:01 AM
Completed 25/25 · Scored 7
Violet Evergarden
Violet Evergarden
Jul 15, 2018 1:01 AM
Completed 13/13 · Scored 10
Sakura Internet
Sakura Internet
Jul 15, 2018 1:01 AM
Completed 1/1 · Scored 10
All Manga Stats Manga Stats
Days: 24.1
Mean Score: 9.35
  • Total Entries33
  • Reread0
  • Chapters4,397
  • Volumes99
Manga History Last Manga Updates
Berserk
Berserk
Sep 20, 2016 12:08 PM
Reading 309/? · Scored -
One Piece
One Piece
Sep 1, 2016 2:06 PM
Reading 834/? · Scored 10
Boku no Hero Academia
Boku no Hero Academia
May 9, 2016 12:54 PM
Reading 63/432 · Scored -

All Favorites Favorites

Anime (5)
Manga (3)
Character (10)

All Comments (33) Comments

Would you like to post a comment? Please login or sign up first!
terrablu2003 Jun 17, 2017 9:03 AM
Happy birthday my Friend ! ;)



See you again! ^_^
Yuki962 May 29, 2017 2:48 AM
გამარჯობა, თქვენთვის შეიძლება საინტერესოა მაგრამ მე პირადად არ მიმაჩნია აცილებლად შეფასებები ვწერო, ეს ლისტი მაგ მიზნით არ გამიკეთებია და თუ რამეზე კონკტეტული ჩემი აზრი გაინერესებთ ეგ უკვე სხვა თემაა, რადგან ესე ქულების წერა და იმის ჩამოწერა რა და რატომ მომეწონა - მარტივად ჩემი სტილი არაა.
NickRyuzaki May 20, 2017 11:32 AM
აღარ მაინტერესებს სნკ-ს უკვე :დ ჯერ მანგა დიდი არაფერია და მერე ადაპტაციაც საკმაოდ სუსტია ჩემი აზრით
-სიმღერა არ ადევს სათანადო დროს
-კოლოსალური ტიტანი ცუდადაა ანიმირებული
-ემოციების ნაკლებობა ან სხვანაირად გამოხატვა
-მთავარ სათქმელს თითქმის ყოველთვის განსხავებულად გადმოსცემენ
-და მთავარი პრობლემა ატმოსფეროა , ცოტა მოსაბეზრებელი და არადამაჯერებელი ხდება თან ალბათ ყველა ატყობს უკვე რომ ნელ-ნელა ანიმე პოსტ აპოკალიფსურ ჯანრს კარგავს რითიც პირველი სეზონი ძალიან მომწონდა
blue-dreamer May 15, 2017 7:01 AM
ანიმეს გულისხმობ?
თუ ასეა, სწორედ მანგას გამო ვარ ანიმე ადაპტაციების მიმართ მეტწილად სუბიექტური. განსაკუთრებით ბოლო ორ TV-ს ვგულისხმობ, თანაც იმდენი სიძულვილი დაიმსახურა მანგას მოყვარულებისგან, რომ მთლად ეგრეც არ ვარგა. არ ვფიქრობ მარტივი იყოს ბერსერკის ადაპტირება ბევრი მიზეზის გამო. თუმცა, თუ ოდესმე დასასრულს მოვესწრებით(თუ არა და სიკვდილის წინ ალბათ მაგ ამბავსაც ვინანებ) და ვინმე სერიოზულად მოკიდებს ხელს.. არც კი მინდა წინასწარ წარმოვიდგინო რა შეიძლება გამოვიდეს.

ახლა ვფიქრობ როგორ შეიძლება მოკლედ დავახასიათო ბერსერკი (მანგა)..
ისეთი რამეა, რომ, თუკი ვინმე არის ვისაც მართლა არ მოსწონს და ფიქრობს რომ ცუდია, ეგ მთლიანად სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს სიუჟეტის ან გმირების გამო. ობიექტურად, რა კუთხითაც არ უნდა მიუდგე კარგი ნამუშევარია.
მართალია მანგასთან მიმართებაში დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ როგორც ლიტერატურისა და მხატვრობის, აგრეთვე ანიმეს(ანიმაციის) მოყვარულს შემიძლია გარკვეული დასკვნების გამოტანა.
1) ვფიქრობ მანგაში მხატვრობის როლი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მწერლობის, რადგან ნახატით გადმოიცემა სამყარო, მისი ზოგადი აღწერილობა და საერთო განწყობა, სადაც პერსონაჟები და მოქმედება, მათი ზრდა, ცვლილებები, განწყობა, დამოკიდებულებები გამოისახება მათივე მიმიკით, ჟესტიკულაციით და ა.შ. ამიტომ თუ ავტორი კარგად ფლობს მხატვრის ხელოვნებას მის ნამუშევრებს მარტივად შეუძლია დაფაროს ისეთი მინორული უზუსტობები, როგორიც შეიძლება იყოს დიალოგის დროს წარმოებული ხისტი საუბარი. რადგან ამ დროს მთელი ყურადღება გადაგვაქვს იმ ექსპრესიაზე რამაც დიალოგის განწყობა უნდა შექმნას და პერსონაჟების შინაგანი მდომარეობა გვაჩვენოს, ამიტომ თვითონ წინადადებას მარტო შინაარსის დატვირთვას ვანიჭებთ. მაშინ როცა ლიტერატურაში დიალოგის სწორად და ბუნებრივად წარმოება ძალიან მნიშვნელოვანიცაა და აგრეთვე ყველაზე რთული ასპექტიც. ამ მიზეზით, თუკი ავტორს გააჩნია სათქმელი (და მისი თვითმიზანი არ წარმოადგენს 'უბრალოდ მინდა ვიყო მანგაკა და ამიტომ შევქმნი ახალ სამყაროს, საინტერესო თემით'), მიუხედავად ცუდად აწყობილი და წარმოებული სცენარისა, რომელსაც არც ორიგინალობა გააჩნია, მაინც შეუძლია შექმნას რაღაც საინტერესო და ავთენტური გამომსახველობის თვალსაზრისით. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია Shoujo Tsubaki. მართალია სტილი არასტანდარტული აქვს, მაგრამ ეგეც კი ძალიან უხდება და სასოწარკვეთას, დამახინჯებულ სიყვარულს და გრძნობებს, საერთოდაც დამახინჯებულ სამყაროს და ადამიანებს, მარტოობის შიშს, პარანოიას, დასასრულის განცდას ფანტასტიურად გადმოსცემს. თვითონ არტი, ცალკე აღებული იმდენად კარგია რომ თითქმის ყველა ფურცელი შენახული მაქვს. ბევრი პოსტერადაც გამოდგება, რაც სიუჟეტიდან გამომდინარე ძალიან კარაგადაა შეხამებული.
მაგრამ, აქვე მოვიყვან განთზის (Gantz) მაგალითს, რომელსაც საინტერესო კონცეფცია აქვს, კარგად დამუშავებული პერსონაჟები, აღჭურვილობა, მოქმედების სქემა და რაც მთავარია ფანტასტიური არტი. ყველა თვალსაზრისით, დიზაინი, ექშენის დროს სცენები, საინტერესო კუთხეები და ყველაზე მნიშვნელოვანი- ბექგრაუნდები, რომელსაც როგორც წესი ყოველთვის უგულებელყოფენ მანგაკები განსაკუთრებით ექშენის დროს და მარტივად ფონს გასვლას ცდილობენ. მართალია ავტორი მათ დასამუშავებლად კომპიუტერულ გრაფიკას იყენებს, მაგრამ ასეთი პერფექციონიზმისკენ სწრაფვისათვის ოკუ ჰიროიას დიდი პატივი ნებისმიერი მანგის მოყვარულისგან. პერსონაჟების ხატვის სტილსაც ცვლის და საბოლოოდ ცდილობს მაქსიმალურად რეალისტურად გამოსახოს, ტიპებს ნაღდად ეტყობათ რომ იაპონელები არიან(მამენტ თავის ქალის ფორმაც კი არ რჩება ყურადღებიდან). განსაკუთრებით ბოლო ვოლუმში და თავებში გრაფიკა არის უჰმე, სუპერ ჰაი კლას. მაგრამ....
აი ეგ მაგრამაა, სადაც არტიდან მწერლობაზე გადავდივართ. ჯერ ერთი რომ ფლოთი დინამიური არაა, ავტორი გეუბნება პერსონაჟები რატომ იცვლებიან(თუ იცვლებიან) ან რომ გაიზარდნენ, მაგრამ ამას ვერსად ხედავ, უფრო სწორად პოსტ ფაქტუმ ხედავ და უი! თურმე შეიცვალა, მაგრამ როდის, სად, როგორ, ამას პროცესში ვერ განიცდი. ხო იდეებიც საინტერესო აქვს, მაგრამ უფრო 'მოპარული' და ნაძალადევი. კი გასაგებია, რომ მთელ დროს გრაფიკას უთმობდა, მაგრამ ბოლოს კეი-ჩააან! და ტაე-ჩააან!-ის ყვირილით ტვინი წაიღო, მარტო იმის დასამტკიცებლად, როგორი ძლიერი იყო მათი სიყვარული. მოკლედ ამოდენა პათოსის მერე, აღმოვაჩინე, რამოდენა მნიშვნელობა აქვს, რომ ავტორს მარტო გრაფიკული ნაწილის კარგად და საინტერესოდ შესრულება არ შეეძლოს.
რაც შეეხება ამ ნაწილს, 2 ძირითადი რამაა, რის გარეშეც კარგი ნაწარმოები ვერ შეიქმნება:
ერთი რომ ავტორს პერსონაჟების უნდა ესმოდეს და ყურით მოთრეული ზედაპირული განსაზღვრებებით არ შემოიფარგლებოდეს,
მეორე რომ ყველაფერი რაც ნაწარმოებში ხდება ბუნებრივად უნდა გამომდინარეობდეს ფაქტებისა და მოვლენების ჯაჭვიდან და არა იმიტომ რომ ავტორმა ასე გადაწყვიტა.

2) აი მოვედი კიდეც ბერსერკთან! ბერსერკი არის იდეალური მაგალითი ორივე ნაწილში. ჯერ რომ მისი არაგრაფიკული ნაწილი განვიხილოთ, სამყაროს კონსტრუქცია არის იდეალური, ეკლიფსამდელი სამყაროდან დაწყებული დღევანდელობამდე (პრინციპში ბევრი არც არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ უფრო დიდი და ძლიერი მონსტრები გამოჩნდნენ და ჩვენი პროტაგონისტის ბედი შეიცვალა). შუა საუკუნეების ისტორიული სიტუაცია, სამეფოები, მმართველები, მართვის სტრატეგიები, შიდა ინტრიგები, კლასობრივი დაპირისპირება და მის ნიადაგზე ჩაგვრა, ომები, საბრძოლო ტაქტიკები და სტრატეგიბი და ა.შ. და ა.შ. აქვე, ამ ყველაფრის მეტი წილი ფაქტობრივად ბექგრაუნდად გასდევს გათსის, გრიფიზის და შევარდნების ბანდის ამბავს. მაგრამ თითო დიალოგი, თითო სცენა თუ სიტუაცია ერთი ხელის მოსმით გამოხატავს რომელიმე ასპექტს ზემოთქმულიდან. ამიტომ ისტორია, თვითონ ამბავი, მეტისმეტად რეალურ ელფერს იძენს.
აგრეთვე გათსის და გრიფიზის ურთიერთობა, როგორ იცვლებიან, რა ზეგავლენას ახდენენ ერთმანეთზე, რას განიცდიან, რაზე ფიქრობენ და რა იწვევს ამ ყველაფერს, არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ადამიანის შინაგანი მეტამორფოზის გამოკვლევისა ნებისმიერ მედიუმში და ამიტომ, სრული თავდაჯერებით შემიძლია განვაცხადო რამდენად დიდია კენტარო მიურას, როგორც ადამიანის, მწერლის და ავტორის ძალა. ორივე პიროვნება იმდენად რეალური და ბუნებრივია, გრიფიზის გადაწყვეტილებაც და შემდგომი მოქმედებებიც კი ეკლიფსის დროს, რომ გაბრაზებაც კი ვერ შევძელი. ისიც კი არ ვიცოდი ვისი მხარე უნდა ამერჩია. თანაც, წლების წინ გრიფიზი პირველი პერსონაჟი იყო, რომელიც ძალიან შემიყვარდა და ვიცოდი საითკენაც მიექანებოდა, ისიც ვიცოდი რომ გარდაუვალი იყო (როგორც სამეფო ბალის დროს ერთ-ერთი პერსონაჟი გრიფიზის დანახვისას ამბობს: 'რაც უფრო კაშკაშაა სინათლე, მით უფრო ბნელ ჩრდილს დასცემს იგი' და ამით მოკლედ და კონკრეტულად ხსნის ის რასაც გრიფიზი წარმოადგენს) მისი ეს სწრაფვა, მაგრამ გარდა იმისა რომ დავიტანჯე ამ გარდაუვალობის გამო, სხვა განცდა არ მქონია. როგორ ვთქვა, ეს ყველაფერი იმან განაპირობა რასაც თვითონ ცხოვრება წარმოადგენს, რასაც თვითონ ადამიანები და ჩვენი ამბიციები წარმოადგენენ. განაპირობა შემთხვევითობების ჯაჭვმა, რაც იმ იშვიათ ადამიანის გაცნობას მოჰყვება, რომელიც თანასწორად მიგაჩნია, და ყველაზე მეტად თვითონ გრიფიზმა, ყველაზე რთულმა, კომლექსურმა პიროვნებამ, თვითონ გადაუშვა საკუთარი თავი უფსრკულში. აქვე, მეორე მხარეს აღმოჩნდა მეორე მთავარი პერსონაჟი, რომელიც თითქოს გრიფიზის საპირისპირო სახეს წარმოადგენს, მაგრამ როგორც კასკა ერთხელ გათსს ეტყვის, მაინც როგორ გავხართ ერთმანეთსო, სინამდვილეში მართლაც, ფაქტობრივად ერთნაირები არიან. ამიტომ კარგად ესმით ერთმანეთის და ალბათ ამიტომაცაა რომ გრიფიზისთვის გათზს სპეციალური ადგილი აქვს და ამის გამოცაა, ნაწილობრივ, რომ მისი წასვლა 'გადაიყოლებს' (ძაან მელოდრამატულად კი გამოვიდა :დ).
გრიფიზს შევეშვათ და ეკლიფსის შემდეგ იწყება გათსის აღმასვლა. დაბნელების შემდეგ გათსი პოულობს იმას რასაც რთულია ოცნება დავარქვათ, მაგრამ მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ ცხოვრების მიზანი. პარადოქსია, რომ ბოლოს ისე გამოვიდა, მაინც გრიფიზმა უბოძა ეს ე.წ. 'ოცნება'. აქვე დავაყოლებ, რომ პირველი ჩეფთერიდან მოყოლებული მთელი ამბავი ნაბიჯ-ნაბიჯ გვამცნობს თუ როგორ გახდა გათსი ყველაზე 'ბედესს' პერსონაჟი(ადამიანი) არა მხოლოდ მანგაში, არამედ, ისევდაისევ ნებისმიერ მედიუმში. მიუხედავად უამრავი შეცდომისა და სისუსტეებისა, ეგ ყველაფერი მას კიდევ უფრო რეალურს ხდის.
გარდა ამ ორი პერსონაჟისა, ზოგადად ურთიერთობები, მათი ჩამოყალიბება არაჩვეულებრივადაა კონსტრუირებული მთელი სერიის განმავლობაში.
თვითონ მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი არ იცვლებიან ერთი ხელის მოსმით, ან საარაკო წარსულის გამორკვევის ნიადაგზე. უბრალოდ ბუნებრივად, თანდათანობით უკეთ ვხვდებით რატომ არიან ისეთები როგორებიც არიან და რატომ შეიძლება თუნდაც ოდნავ შეიცვალონ, ანდაც რატომ არასდროს შეიცვლებიან.
თვითონ ისტორია არის ავთენტური, დაძაბული. მთლიანობაში ყველაზე მეტად ექშენის ჟანრს შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგრამ თუ Gantz-ის დროს ვპატიობთ, ექშენ მანგაა და არა უშავს ფლოთი თუ მოიკოჭლებს, იმის ხარჯზე რომ დაძაბულობა და რიტმი არ დაიკარგოს, Berserks-ს ეგ პრობლემა საერთოდ არ გააჩნია. რიტმს არასდროს კარგავს, მაგრამ საკმარის დროს და ადგილს უთმობს დანარჩენ ასპექტებს. მოკლედ რომ შევაჯამო, ავტორი იდეალურად ანაწილებს ექშენის, ისტორიის და 'ქონექშენების' ჩამოყალიბებისათვის საჭირო დროს, იმგვარად რომ იგი მოსაწყენი არასდროს ხდება ნებისმიერი ჟანრის მკითხველისათვის.
ისტორიის ავთენტურობას, გარდა ზოგადი ფონისა და მთავარი ამბისა, განაპირობებს რიგი უნიკალური სცენებისა. იმ სცენების რაოდენობა, რომელიც აღარც მახსოვს რამდენჯერ გადავიკითხე და ვნახე, რომლებიც ძალიან ხშირად მახსენებენ თავს შესაბამის სიტუაციაში, არის საკმაოდ დიდი. რა თქმა უნდა იდეის გარდა თვითონ სცენების გრაფიკა, როგორ აღწერს ნახატებით მიურა სცენის მოქმედებას არის ულამაზესი და მარტო ტექნიკის ხარისხსს და პერფექციონიზმს არ ვგულისხმობ ( ამით გასხვავდება და ათი თავითაც სჯობს Berserk-ის გრაფიკა Gantz-ის აგრერიგად ნაქებ გრაფიკას).
ხოდა დროა გრაფიკაზე გადავიდე. პირველ ჩეფთერში თუ გრაფიკით ძაან მოხიბლული ვერ დარჩები, მეორე ჩეფთერში უკვე საგრძნობი სხვაობაა ხარისხში. ყოველი ჩეფთერის შემდეგ ავტორი რაღაც ახალს გვთავაზობს, უფრო დეტალურად და დახვეწილად წარმოაჩენს სცენებს, ტონების შერჩევისასაც კი ექსპერიმენტებს იყენებს, ხვეწავს პერსონაჟებს, ახალ სვლებს იგონებს თუ როგორ გადმოსცეს ემოცია, როგორ დაყოს კადრებად თითოეული გვერდი ან სცენა, თანდათან ბრძოლის მომენტები დეტალურად აღგვიწერენ ილეთის შესრულებას, თანაც ერთი ნახატით და არა დაყოფილად. ერთი სიტყვით ბრძოლის მეთოდები უფრო გააზრებული და საინტერესო ხდება. რაღაც მომენტში რომ გგონია მეტად როგორ უნდა დახვეწოს ხატვის სტილიც ან რაღა უნდა დაამატოს, მაინც ყოველ ჯერზე ახალი ჩეფთერი რაღაც ახალს გვთავაზობს. მოკლედ კენტარო მიურა როგორც მწერალი თუ გენიოსია, ასევე შემიძლია ხელაღებით ვთქვა რომ, როგორც მხატვარიც გენიოსია. თანაც იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მის ზრდას თვითონ ვადევნებთ თვალს.
ამიტომ მიპატიებია უსასრულოდ გაწელილი ლოდინის დღეები, კვირები და თვეები ახალი თავის მოლოდინში! კარგად მესმის ის გაძლიერებული შიმშილი და შიში, რასაც შემოქმედი შეიძლება განიცდიდეს მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ შედევრის შექმნის ზღვარზე დგას და აქამდე გადადგმული ყველა ნაბიჯი სწორი იყო. ამიტომ შეცდომას ვეღარ დაუშვებს და მარტო იმიტომ რომ მარტინივით არ გვექცევა და Berserk-ს თავს არ ანებებს, კიდეც მეტად ვცემ პატივს. თუ მარტინის შემთხვევაში GOT-ის ეკრანიზაციამ დაღუპა და დაუკარგა წერის მუღამი, Berserk-ის სათანადო ანიმე ადაპტაცია რომ არ არსებობს მიხარია კიდევაც. კენტარო მიურამ რომ წერა შეწყვიტოს, მის მაგივრად Berserk-ს ვერავინ დაამთავრებს და ისეთივე კრახად იქცევა, როგორი სახეც GOT-მა მიიღო.

იქ მოვედი საიდანაც დავიწყე, ამიტომ ვარ სუბიექტური ნებისმიერი ბერსერკის ანიმე ადაპტაციის მიმართ (ოღონდ ფილმებში მოვლენების რამდენიმე ინტერპრეტაცია ძალიან მომეწონა და ამიტომ ობიექტურად შევაფასე).

P.S. გათსის ემოციური სცენები, მიმიკები არის ფანტასტიური. Black Swordsman-ში რომ გრიფიზს ხვდება, ვერ მოკლავს და გრიფიზი თავიდან აიძულებს მათ ძალებს შორის სხვაობა გააცნობიეროს, 'გოდ ჰენდების' წასვლის შემდეგ პაკი რომ შემთხვევით დაინახავს ცრემლმომდგარს, უუუუჰ! უფრო ნათლად როგორ შეიძლება გამოეხატათ გათსის იმჟამინდელი შინაგანი მდომარეობა?!
გათსის და გრიფიზის დიალოგების დროს, გრიფიზის მიმიკებიც ფანტასტიურია. 'გოლდენ ეიჯის' არკის დასასრულს რომ ეკითხება გათსს, როგორ ფიქრობ ცუდი ადამიანი თუ ვარო?, აი მანდ ყველაზე ნათლად ხვდები გრიფიზსში რა შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს. მისი გამომეტყველებაც გათსის პასუხის შემდეგ არაჩვეულებრივია.

მოკლედ, ბერსერკი ისეთი ნაწარმოებია უსასრულოდ შემიძლია განხილვა. თანაც ბევრი რამ ყოველთვის დამრჩება უთქმელი.
აგრეთვე, ბერსერკი ის ნაწარმოებია, რომლის მიერ დატოვებული შთაბეჭდილება მთელი ცხოვრება გამყვება და თავს შემახსენებს, რომელსაც კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ და რომელმაც ჩემს აზროვნებაში და აღქმაში ცვლილებები ნამდვილად შეიტანა.

P.P.S. ის დამავიწყდა მეთქვა, რომ ერთხელ თუ დაიწყე კითხვა ვეღარ ჩერდები. ტყუილია საკუთარ თავს უთხრა კიდევ ერთ ჩეფთერს მოვრჩები, ან კიდევ ერთ არკას მოვრჩები და გავჩერდები. ვერ გაჩერდები, რადგან ამბავი დასასრულამდე არ წყდება.
NickRyuzaki May 12, 2017 5:39 AM
ანუ უფრო ისეთები მოგწონს როდესაც მთავარი დატვირთვა იმაზე მოდის რასაც გაჩვენებენ ფანტასიტკაა ეს თუ კომედია , ინფორმაციული ანიმეები რომლებიც არ ბრწყინავენ სიუჯეტი ნაკლებად მოგწონს ხო მასეა ? მაგრამ სეიკაისურუ კადო მაგის საწინააღმდეგოა უფრო ინფორმაციული და პოლიტიკურია გამიკვირდა რომ მოგეწონა :დ საინტერესოა როგორ დაასრულებენ აბ ძაან კარგი იქნება ახალი იდეებით ან მაგარი ფეილი :დ
NickRyuzaki May 3, 2017 1:08 PM
გამარჯობა , ბიგ ორდერს 7ს უწერ და აოი ბუნგაკუს 6ს? რა არ მოგეწონა ესე ? :დ
terrablu2003 Jun 17, 2016 9:17 AM
Happy birthday !

terrablu2003 Jul 5, 2015 9:40 AM
Hallo !

I'm fine, I see you've already started the new summer TV series; I unfortunately I started just a handful to see that level there was this season, all the others will look when I get from vacation. I wish you a good holiday, see you again soon. ;)
terrablu2003 Jun 19, 2015 7:38 AM
Hi ! Happy B-day ! :)



Sorry for the delay.

See you again ! ;)
Miyuki- Feb 16, 2015 7:48 PM

Hello Fabulous member of RACE!!
I'm really sorry to not be sending out individual messages to you all, but unfortunately I don't know all of you ... and im lazy x'D
BUT i made this Valentines Day Event in order to get the chance to tell people how much they mean to me :)
Every single person in RACE means so much to me, I'm so happy you joined the club even if you aren't active (though you should be :P)
It means so much that you've stuck with me even when the club died for a bit.
I never imagined that my club would get so big. When i first started it I was hoping to even get 10 people. 20 was beyond my wildest dreams xD Now I'm above 1600!! I opened it just because i had joined mal and seen cards and wanted to try.
I probably shouldn't have made the club as early as i did .... but now I am so glad that I did C: Thank you to everyone that has joined the club, it's been such a pleasure to me watching the club grow and seeing the new people join.
Especially thank you to the people that joined at the very beginning. I'm not giving you a special message because i dont have time but I know who you are and you mean the world to me <3
Thank you all for joining my family ^^ And I hope you'll stick with me for much longer ^^ You're all the best C:

And Happy Belated Valentines Day!!
~ Le creator of RACE, Miyu (Rozzi)
terrablu2003 Jan 2, 2015 9:16 AM
Hi ! Happy new year! :)

kiotsuga Dec 31, 2014 3:07 PM
weird_maybe Oct 9, 2014 9:02 AM
You understand. :D

Well, my vacation ends today. It was just a week. T_T
School starts tomorrow , I wanna run away. x_X What's worst is I haven't started any of the holiday assignments haha xD
Just a few more months for winter. *phew* :D
weird_maybe Oct 9, 2014 6:38 AM
Welcome back ! :D

I'm back too. It's been 3 months. :D
I'm doing good. School was tiring but School is always tiring xD

How are you ? :))
weird_maybe Jul 5, 2014 5:37 AM
Hi ! Sorry for the late reply. ! :) School just began for me. !
I've been doing well. Thanks for asking. ^_^ How are you ? :)
Thanks a lot. :D I hope you have a lot of fun in your holidays. Happy holidays ! ( ^o^)//
It’s time to ditch the text file.
Keep track of your anime easily by creating your own list.
Sign Up Login